გაკვეთილის თემა
|
მოსკოვის კრემლი
|
მასწავლებელი
|
თინათინ კვიტაიშვილი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური, X კლასი, V დონე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24 მოსწავლე
სსსმ არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობის აქტუალობა
|
მოსწავლეებში აღწერის, დაკვირვების, ანალიზის, თავისუფლად აზრის გამოთქმის უნარების განვითარება.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
სელექციური მოსმენის და კითხვის უნარის განვითარება
მოსმენილის და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარება
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
სხვადასხვა წყაროდან საჭირო ინფორმაციის მოპოვების უნარის განვითარება
მიმართულება: მოსმენა
უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.
უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
მიმართულება: კითხვა
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი(ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
მიმართულება: წერა
უცხ.ს.V.14. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე(მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.
უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.V.21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ.
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ. ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ.,სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან;
აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: დამოუკიდებლად
ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს;
გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასახელებს თემას;
შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს;
მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
გამოაქვს დასკვნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ. ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ.,სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
|
წინასწარი ცოდნა
|
შეუძლიათ მოიძიონ, ჩაწერონ და გადმოსცენ ინფორმაცია მოსკოვის და კერძოდ მოსკოვის კრემლის შესახებ.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატების დასადგენად მასწავლებელი ვიყენებს :გონებრივ იერიშს, ზეპირ პრეზენტაციას.
კითხვა-მოსმენის პერიოდში დაფიქსირებული უცხო სიტყვები აიხსნება იმავე ენაზე ან ითარგმნება მოსწავლეების ან მასწავლებლის მიერ.
შეფასება მიმდინარე განმავითარებელი და მიმდინარე განმსაზღვრელი
მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად
შეფასდებიან რუსული ენის ლექსიკური მარაგის მართებულად გამოყენებისცოდნის, კრიტიკულად აზროვნების და მეტყველების უნარის მიხედვით
შეფასების რუბრიკა თან ახლავს
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
წიგნი, კალამი,ცარცი,რუკა,ციფრული პროექტორი (კომპიუტერი),პროგრამაPower Point-ში მომზადებული პრეზენტაცია
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები (2 წუთი)-გაკვეთილის მიზნის და გეგმის გაცნობა
A ფაზა-გამოწვევა (5 წუთი )-ბარათებზე დაწერილი სიტყვებით შეადგინონ ანდაზები და შეეცადონ ახსნან მათი მნიშვნელობა.
მოსწავლეები ადგენენ ანდაზებს:
Москва не сразу строилась.
Кто в Москве не бывал, тот красоты не видал.
Кремль-сердце Москвы.
რა არის საერთო ამ ანდაზებში?რის შესახებაა ისინი?რატომ უწოდებენ კრემლს მოსკოვის გულს?რა არის, მათი აზრით, რა გაკვეთილის თემა?
მოსწავლეები იწყებენ ცხრილის ЗХУ შევსებას.
B ფაზა- შინაარსის რეალიზება (20 წუთი)
მოსწავლეებისათვის მასწავლებელმა მოამზადა პრეზენტაცია თემაზე “მოსკოვის კრემლი“.სლაიდშოუს გამოყენებით აკეთებს პრეზენტაციას (5 წუთი).
თხოვს მოსწავლეებს ინდივიდუალურად წაიკითხონ ტექსტი (5 წუთი)
ყოფს მოსწავლეებს ოთხ ჯგუფად და აძლევს დავალებას:
1 ჯგუფი- მოამზადოს პრეზენტაცია ყველაზე ცნობილი კოშკის შესახებ
2 ჯგუფი-მეფე-ზარი
3 ჯგუფი- რუსეთის სიმდიდრის სიმბოლო
4 ჯგუფი-რუსეთის ყველაზე მდიდარი მუზეუმი (10 წუთი )
C ფაზა-რეფლექსია (10 წუთი)
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას (10 წუთი)
ასრულებენ ცხრილის ЗХУ შევსებას (3 წუთი )
მასწავლებელი აფასებს ჯგუფებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (3 წუთი )
საშინაო დავალება (2 წუთი )
|
სახელმძღვანელო
|
რუსული ენა, ს V, მ. ლორთქიფანიძე, ი. ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე
|
ზეპირი პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა
|
N
|
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
|
1
|
საინტერესო შესავალი
|
უინტერესოა
|
ტრაფარეტულია
|
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების
|
საინტერესოდ არის მოწოდებული
|
|
2
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
ბუნდოვანია
|
ნაწილობრივ გასაგებია, განმარტებას მოითხოვს
|
ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხები გასაგებია
|
ლოგიკურად არის წარმოდგენილი, წარმოდგენილი საკითხები
ორიგინალურია
|
|
3
|
საუბარი
|
გაუგებრად საუბრობს
|
იმეორებს ერთიდაიმავეს
|
საუბრობს გასაგებად და გამართულად
|
საუბრობს გამართულად და დარწმუნებით
|
|
4
|
დასკვნები
|
არ არის გაკეთებული
|
დასკვნები ულოგიკოა
|
ლოგიკურია და ნათლად ჩამოყალიბებული
|
ორიგინალურია
|
|
5
|
აუდიტორიასთან კონტაქტი
|
ვერ ამყარებს კონტაქტს
|
პერიოდულად ცდილობს კონტაქტის დამყარებას
|
ძირითადად ფლობს აუდიტორიას
|
კარგად ფლობს აუდიტორიას
|
|
6
|
თვალსაჩინოების გამოყენება
|
არ იყენებს
|
იყენებს მწირად
|
იყენებს სურათებს
|
იყენებს სლაიდშოუს
|
|
7
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
არ იცავს
|
ცდილობს დროის დაცვას
|
იცავს დროის ლიმიტს
|
იცავს დროს ეფექტურად
|
Комментариев нет:
Отправить комментарий