ჩემი პროექტი



1.       პროექტის სახელწოდება: ტერორისტული აქტები
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა): რატომ წარმოადგენს ტერორიზმი საფრთხეს კაცობრიობისათვის? შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება?
3.       პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დაინახავენ ტერორიზმის ნამდვილ სახეს და ამ მოვლენის საშინელ შედეგებს. იმსჯელებენ ტერორიზმისგან დაცვის შესაძლო გზებზე, შეეცდებიან მოიფიქრონ კრიტიკული სიტუაციებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ტერორისტულ აქტებთან, გამოსვლის გზები.
4.       პროექტის მიზნები: ტერორიზმის შესახებ მოსწავლეთათვის წარმოდგენის შექმნა. მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება ტერორისტული აქტების მოწყობის პროფილაქტიკაზე, ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ ლმობიერების გრძნობის ფორმირება და ტოლერანტობის მხარდაჭერა.
5.       მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ|
1)შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობას და საჭირო ლიტერატურის მოძიებას, დამუშავებას;
2)მიმდინარე მოვლენების მიზეზების, მომდინარეობის, მნიშვნელობის გამოვლენასა და შეჯამებას;
3)მონაცემების გრაფიკული გამოსახულების შედგენას, გამოსახულს ცხრილების სახით;
4)Power Point-ში პრეზენტაციის შექმნას;
5)ყურადღების გამახვილებას პროექტის ტექნიკურ მხარეზე;
6)პროექტის წარდგენის დროს ინფორმაციის სწორად გადმოცემის, დასკვნების გაკეთების და პასუხის გაცემას დასმულ შეკითხვებზე.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდეოფილმი, პლაკატები,power point, google, სახელმძღვანელო: მ. ლორთქიფანიძე, ი. ჩხეიძე, თ. ჩიმაკაძე.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, დახარისხება, ანალიზის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, ვიდეოფილმის ნახვა.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება ,უცხო ენა/ისტ
უცხ. ს. V 22. მოსწავლეს შეუძლია უცხო ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
უცხ. ს. V 25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს( მაგ. ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·         მოიძიებს  ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·         იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის /ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·         იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.

      11.    პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):თინათინ კვიტაიშვილი
12   ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tina.kvitaishvili@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tinakvitaishvili.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий